logo_geo
eng_logo
აშშ-ისა და ისრაელის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო კამპანია განიხილეს
- +

29 დეკემბერი. 2023. 01:22

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სატელეფონო საუბარში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო კამპანია განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

 

 

პენტაგონის განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს მზადება სტაბილიზაციის ეტაპისთვის, რომელიც მოჰყვება ძირითად საბრძოლო ოპერაციებს.

 

 

ლოიდ ოსტინმა "კვლავ დააფიქსირა აშშ-ის მტკიცე განწყობა, უზრუნველყოს, რომ "ჰამასი" ვეღარ დაემუქროს ისრაელის უსაფრთხოებას და ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარების მნიშვნელობას".

right_banner right_banner
არქივი
right_banner