გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანია მოელის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნებისმიერ შემთხვევაში დაამტკიცებენ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებას მაშინაც კი, თუ უნგრეთი განაგრძობს ერთსულოვანი გადაწყვეტილების დაბლოკვას.
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს აქტიურ კამპანიას უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების დიდი პაკეტის მისაღებად 2024 წლის დასაწყისში.
მისი თქმით, "ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას".