logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო უწყება: გერმანია მოელის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნებისმიერ შემთხვევაში დაამტკიცებენ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებას
- +

29 დეკემბერი. 2023. 01:33

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანია მოელის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნებისმიერ შემთხვევაში დაამტკიცებენ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებას მაშინაც კი, თუ უნგრეთი განაგრძობს ერთსულოვანი გადაწყვეტილების დაბლოკვას.

 

 

გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს აქტიურ კამპანიას უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების დიდი პაკეტის მისაღებად 2024 წლის დასაწყისში.

 

 

მისი თქმით, "ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას".

right_banner right_banner
არქივი
right_banner