logo_geo
eng_logo
დუტა სხირტლაძე: მადლობა გოგა პიპინაშვილს, რომ ამდენი წელია ზრუნავს „ართ ჰოლის“ მსახიობებზე!
- +

12 სექტემბერი. 2016. 21:01


 

„ართ ჰოლის“ სპექტაკლის „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა თუმანიშვილის თეატრში შედგა. ამ სპექტაკლით გოგა პიპინაშვილის სახელოვნებო ცენტრის 20 წლის იუბილე აღინიშნა და მასში მონაწილეობა ამავე ცენტრის ბავშვებმა მიიღეს.



მსახიობი დუტა სხირტლაძე „რეპორტიორს" შთაბეჭდილებებს უზიარებს:


 

„გოგა პიპინაშვილი ჩემთვის არის უფროსი მეგობარი, ჩემი მასწავლებელი. ჩემი პირველი ზიარება კინოში, ჩემი პირველი როლი, პირდაპირ გოგას უკავშირდება და ეს ზაზა კოლელიშვილის დამსახურებაა. გოგას დამსახურებით, პირველად გავიგე, როგორ უნდა იმუშაოს მსახიობმა, მაშინ მივხვდი როგორი უნდა იყოს მსახიობი.

 

წარმატებები მინდა ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ სტუდიას. გოგას, მადლობა, რომ ასეთი არის და ამდენი წელია ზრუნავს ბავშვებზე", - ამბობს დუტა სხირტლაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner