"არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთოს. პირიქით, ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ჩართვა ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამისთვის, აგვისტო-სექტემბერში ის შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან და პირდაპირ ჩაერთვება არჩევნებში. ბევრს არაფერს კარგავს, ისედაც გადის ვადა წლის ბოლომდე მის უფლებამოსილებას. აქაც ვერ თვლიან - რა მიიღეს გახარიას გადაყენებით? საბოლოო ჯამში ვერაფერი. პირიქით, რესურსიც დაკარგეს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს“, - აღნიშნა კობახიძემ.