logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გახარიას აქვს ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“, ეს ხომ ნიშნავს, იგივე ვითარება რომ ყოფილიყო პარლამენტში, აქაც შექმნიდი კოალიციას?! რა განსხვავებაა?!
- +

29 დეკემბერი. 2023. 00:35

"გახარიას აქვს ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“, ეს ხომ ნიშნავს, იგივე ვითარება რომ ყოფილიყო პარლამენტში, აქაც შექმნიდი კოალიციას?! რა განსხვავებაა?!," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

რაც შეეხება გახარიას, მას აქვს ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“. როცა კოალიციაში შედიხარ „ნაცმოძრაობასთან“, ეს არის პირდაპირ იმის აღიარება, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფია“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

წამყვანის კითხვაზე, ამ სიტუაციაში, რას ნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნა, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ, კობახიძე ამას „ტრიუკს“ უწოდებს.

 

 

„ეს რაღაც პიარული ტრიუკია. კოალიცია გაქვს შექმნილი ოთხ მუნიციპალიტეტში. ეს ხომ ნიშნავს, იგივე ვითარება რომ ყოფილიყო პარლამენტში, აქაც შექმნიდი კოალიციას?! რა განსხვავებაა?! შესაბამისად, ერთად არიან“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner