„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი Live“ 30 დეკემბერს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ისაუბრა.
„რისი თქმაც გვინდოდა ბრიფინგზე ვთქვით. ვთქვით, რომ პოლიტსაბჭოს განახლებაა ჩვენი მიზანი [30 დეკემბრის ყრილობაზე]. ჩატარდება ყრილობა. უკვე არის წარდგენილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა არსებითი ცვლილებების გარეშე. უბრალოდ შემცირდა გარკვეული გარემოებების გამო პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ამის გამო გვინდა წესდებაში მცირე ცვლილების შეტანა, პოლიტსაბჭოს განახლება. საბოლოო ჯამში ჩატარდება ყრილობა და ყველა იხილავს იმას, თუ როგორ წარიმართება ჩვენი ღონისძიება. ეს იქნება კულმინაციური ღონისძიება წლის ბოლოს“, - აღნიშნა კობახიძემ.