logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უზრუნველყოფილია იმისთვის, რომ არჩევნების დღეს ყველაფერი ჩატარდეს სათანადოდ
- +

29 დეკემბერი. 2023. 00:53

"ყველაფერი უზრუნველყოფილია იმისთვის, რომ არჩევნების დღეს ყველაფერი ჩატარდეს სათანადოდ," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საარჩევნო პროცესები გამჭვირვალე იქნება.

 

 

„რეალურად არჩევნების დღესთან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ. რაც შეეხება ელექტრონულ აპარატურას, პრაქტიკულად ყველა საკითხს ხსნის, რაც იყო აქამდე სპეკულაციური თუ გნებავთ არა სპეკულაციური საუბრის საგანი, ყველა საკითხი იხსნება. საბოლოო ჯამში, იგივე ეს დაუბალანსებელი ოქმები და ა.შ. მარტივად მისცემენ ელექტრონული წესით მისცემს ხმას ამომრჩეველი, რეგისტრაციასაც გაივლიან ელექტრონული წესით და 20:00 საათზე მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით დაიბეჭდება ოქმი. მერე მოხდება კიდევ გადათვლა ბიულეტენების მიხედვით, დადარება. ყველაფერი უზრუნველყოფილია იმისთვის, რომ არჩევნების დღეს ყველაფერი ჩატარდეს სათანადოდ. ამიტომ დიდად ვეღარ საუბრობენ არჩევნების დღეზე. აქცენტს აკეთებენ წინასაარჩევნო პერიოდზე, თუმცა აქაც სუსტია მათი პოზიციები. გამჭვირვალე იქნება საარჩევნო პროცესები თუ ვინმეს რამე პრეტენზია ექნება, მზად ვართ განვიხილოთ თითოეული საკითხი ვისაც რაღაც შეიძლება აშფოთებდეს. საბაბიც კი არ რჩება ოპოზიციას იმისთვის, რომ რამეზე ისაუბროს, თუმცა რისკები არსებობს, რომ განვითარდე იგივე სცენარი, რაც იყო 2020-ში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ასეთ მცდელობას წარმატების შანსი ვერ ექნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner