"უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და 1 წელი ან ოდნავ მეტი კიდევ გაგრძელდება, მით უმეტეს, რომ საარჩევნო პროცესებია არაერთ ქვეყანაში," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ასეთ პირობებში შეიძლება რთული იყოს ომის დასრულებაზე კონცენტრირება სხვადასხვა მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში, ალბათობა იმისა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის უკრაინაში ომი დასრულდეს, საკმაოდ მაღალია, დანარჩენი ვნახოთ. დღეს რთული ვითარებაა ფრონტზე სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ეს დავამტკიცეთ ამ 3 წლის განმავლობაში“, -აღნიშნა კობახიძემ.