logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: მადლობა მინდა ვუთხრა „ართ ჰოლის“ მსახიობებს!
- +

12 სექტემბერი. 2016. 21:01



გოგა პიპინაშვილის სპექტაკლის „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა თუმანიშვილის თეატრში შედგა. ამ სპექტაკლით გოგა პიპინაშვილის სახელოვნებო ცენტრის- „ართ ჰოლის“ 20 წლის იუბილე აღინიშნა და მასში მონაწილეობა ამავე ცენტრის ბავშვებმა მიიღეს. სპექტაკლს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. „რეპორტიორთან" მინისტრმა შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.


„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობებს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა. უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეს ყველას, დარწმუნებული ვარ და შემიძლია ყველას სახელით ვისაუბრო. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა გოგა პიპინაშვილს, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი უშრეტი ენთუზიაზმით და მიუხედავად ძალიან ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური სიძნელისა, თავისი დამოკიდებულებით საქმისადმი, თავისი სიყვარულით და ძალიან ხშირ შემთხვევაში თავდადებითაც კი ამტკიცებს იმას, რომ ახალგაზრდა თაობა გვყავს ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა თაობას სწყურია ხელოვნება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დადგება პროფესიონალი მსახიობი და ვინ არა, მთავარია, რომ ეს ბავშვები და ახალგაზრდები ეზიარებიან ხელოვნებას, სიყვარულსა და სილამაზეს და ამ ემოციას გადმოსცემენ დარბაზში მყოფ მაყურებელს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner