logo_geo
eng_logo
Bloomberg: ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უკრაინის პრემიერმა საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა
- +

29 დეკემბერი. 2023. 01:51

ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილშია ნათქვამი, 2024 წლის დასაწყისში უკრაინას ბიუჯეტთან დაკავშირებით განსაკუთრებული გაურკვევლობა ემუქრება.

 

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაფინანსება მომავალ თვეშია საჭირო და ის უკრაინის ბიუჯეტის ძირითად საჭიროებებზე უნდა იყოს მიმართული.

 

 

"მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ საკმარისი, სწრაფი და პროგნოზირებადი საგარეო დაფინანსება 2024 წლის იანვრიდან", - აღნიშნა შმიგალმა წერილში, რომელიც მიმდინარე თვეში გაეგზავნა დონორთა საკოორდინაციო ჯგუფს.

 

 

"ჩვენ ვერ დაველოდებით მარტს ჩვენი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

 

 

შმიგალმა დონორებს მოუწოდა, დაიწყონ მოქმედებების კოორდინაცია, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს.

 

 

27 დეკემბერს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი და აშშ ვერ გამოუყოფენ უკრაინას დაპირებულ ფინანსურ დახმარებას 2024 წლის დასაწყისში, უკრაინას სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების და მილიონობით მოქალაქისთვის პენსიის გადახდის გადავადება შეიძლება მოუწიოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner