logo_geo
eng_logo
კანონპროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პირველი საჯარო განხილვა გაიმართა
- +

29 დეკემბერი. 2023. 11:03

 

 

კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პრეზენტაციასა და საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. კანონპროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამსახურის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შემუშავდა.

 

სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„კანონპროექტი მოიცავს ქიმიური ნივთიერებების და ნარევების კლასიფიცირების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და ინფორმაციის წარდგენის წესების, ასევე რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის წესების დადგენას. აღნიშნული კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს და მისი მიღება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭა, უმნიშვნელოვანესია. ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც ეფექტიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მისაღები საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

კანონპროექტის მიზანია ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, ნივთიერებებთან, ნარევებთან და საგნებთან უსაფრთხო მოპყრობისა და გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა, ნივთიერებების, ნარევებისა და საგნების თავისუფალი მიმოქცევის, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ზრდის ხელშეწყობა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner