logo_geo
eng_logo
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
- +

29 დეკემბერი. 2023. 13:42

 

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე,  თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიებაზე კადეტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner