„დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი“, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!“ - წერს კალაძე.