logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ნაციონალებს უკვე მზად ჰყავთ 200-მდე მანქანა ეკიპაჟით... დაგეგმილია რაოდენობის გაზრდა!
- +

12 სექტემბერი. 2016. 21:41




„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი  ირაკლი გოგავა  განცხადებას ავრცელებს დადაც აღნიშნავს, რომ უკრაინული „ავტომაიდანის" ყოფილი ლიდერები ალექსეი გრიცენკო და სერგეი ხაჯინოვი „ნაციონალების" აქტივისტებს სპეციალურად წვრთნიან...




„უკრაინიდან მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინული „ავტომაიდანის" ყოფილი ლიდერები ალექსეი გრიცენკო (უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანატოლი გრიცენკოს შვილი) და სერგეი ხაჯინოვი მთელი აგვისტოს განმავლობაში „ნაციონალების" აქტივისტებს ავარჯიშებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. იგივე წყარო ამბობს, რომ ნაციონალებს უკვე მზად ჰყავთ 200-მდე მანქანა ეკიპაჟით და დაგეგმილია ამ რაოდენობის გაზრდა.

 

„ავტომაიდანი" უკრაინაში ჩატრებული „ევრომაიდანი"- ავტონომიური ნაწილი იყო და მის ფუნქციებში შედიოდა გზების, სახელმწიფო დაწესებულებების და სამართალდამცავი ორგანოების ოფისების, ხელისუფლების წარმომადგენლების სახლების, სამთავრობო ტრანსპორტის ბლოკირება. ეკიპაჟის შემადგენლობაში 3 ადამიანი შედიოდა: მძღოლი, ოპერატორი და ახალგაზრდა გოგონა.

 

გრიცენკო და ხაჯინოვი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოეყვნენ "ავტომაიდანს" და ცალკე არიან. "ავტომაიდანის" დღევანდელმა ლიდერებმა (კარპი და კუვიტა) უარი უთხრეს ნაციონალებს გაწვრთნაზე.

 

ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ალექსეი გრიცენკო ამბობს: "50 კაცი ქუჩაში არაფერია, აი 50 მანქანა ქუჩაში კი დიდ ძალაა!"

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner