logo_geo
eng_logo
ხავიერ მილეი: არგენტინა BRICS-ის წევრი არ გახდება
- +

29 დეკემბერი. 2023. 18:16

 

 

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ოფიციალურად უარი უთხრა რუსეთს და ჩინეთს BRICS-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ infobae.com იუწყება.

 

მილეიმ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ჩინეთის, რუსეთის, ბრაზილიის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს, სადაც ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

 

არგენტინამ 2023 წლის ზაფხულში BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ BRICS-ში არგენტინის გაწევრიანების წინააღმდეგია.

 

2023 წლის აგვისტოში იოჰანესბურგში გამართული სამიტის შემდეგ ამ ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს არგენტინა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner