უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ასეთი სარაკეტო მარაგებით რუსეთს შეუძლია და გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსები თვეების განმავლობაში აგროვებდნენ რაკეტებს და მათ შეუძლიათ განაგრძონ თავდასხმები სარაკეტო მარაგების გათვალისწინებით, თუმცა რუსეთის ყოველ დანაშაულს სამართლიანი სასჯელი მოჰყვება.
"ტერორისტული სახელმწიფოს მასიური სარაკეტო თავდასხმა ჩვენს მიწაზე. თვეების განმავლობაში რუსები სწორედ ამ მიზნით აგროვებდნენ რაკეტებს: თავდასხმები საცხოვრებელ კორპუსებზე, სავაჭრო ცენტრებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებზე", - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
"რუსეთი კვლავ აჩვენებს მსოფლიოს, რომ მას სხვა მიზანი არ აქვს, გარდა ტერორის, მკვლელობისა და უკრაინელების გენოციდის. აშკარაა, რომ რაკეტების ასეთი მარაგებით, რაც აქვს აგრესორ სახელმწიფოს, მათ შეუძლიათ და გააგრძელებენ ასეთ შეტევებს", - დასძინა მან.
მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს მუშაობას პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, რათა უზრუნველყოს ქვეყანა საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარისი რაოდენობით.