logo_geo
eng_logo
საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაცია IPOA-ს მიენიჭა
- +

29 დეკემბერი. 2023. 20:22

 

 

„აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაცია მხოლოდ „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას“ (IPOA) მიენიჭა“, - ამის შესახებ „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს.

 

„IPOA არის ქართველი ხელოვანების მიერ დაარსებული, სახელოვნებო დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ასოციაცია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს სახელოვნებო დარგის განვითარების პარალელურად, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნის ერთგული დარჩება ასოციაცია.

 

ეს არის სამართლიანი გამარჯვება, რადგან მხოლოდ ზემოაღნიშნული ასოციაცია აკმაყოფილებდა როგორც საქპატენტის, ასევე ქართველი ხელოვანების ყველა მოთხოვნას. IPOA-ს ევროპულ სტანდარტებს მორგებული ასოციაციაა, რასაც მოწმობს ჰონორარების შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა; შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა; საქართველოს რეგიონების დაფარვა.

 

ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასოციაციის დირექტორი შტეფან შულცი გახდა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუსიკალურ ინდუსტრიაში, რაც საავტორო ინდუსტრიის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია. მისი ჩართულობით, IPOA-ში თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული  ჰონორარების აკრეფვის სიზუსტე,  გამჭირვალობა და ავტორთა  უფლებები საქართველოში.

 

მოხარულები ვართ, რომ კონკურსში გაიმარჯვა სწორედ იმ ასოციაციამ, რომელიც ჩვენ თავად შევქმენით. შესაბამისად, ჩვენივე შექმნილი ასოციაცია გარანტია იმისა, რომ საქართველოში აღარასდროს დაირღვეს ავტორთა უფლებები, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში.

 

ეს გამარჯვება ქართველი ხელოვანების გამარჯვებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქპატენტის განცხადება: https://shorturl.at/sGNT3

 

IPOA-ს შესახებ ინფორმაცია: https://shorturl.at/svJSZ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner