logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს - რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს
- +

29 დეკემბერი. 2023. 20:27

"ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

"რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული X-101/X-505 რაკეტებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

"სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. [...] ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner