logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ეკონომიკური ზრდა პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც აუცილებლად აისახება თითოეულ ჩვენგანზე
- +

29 დეკემბერი. 2023. 20:56

"ეკონომიკური ზრდა პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც აუცილებლად აისახება თითოეულ ჩვენგანზე, "- ამის შესახებ ეკონომისტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა მაღალია.

 

 

შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ ეკონომიკური ზრდა მათზე პირდაპირ არ ასახულა, მაგრამ აუცილებლად ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური ზრდა აუცილებლად აისახება პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც თითოეულ ჩვენგანზე, მაგალითად გაზრდილი პენსიით ჩვენი მშობლებისთვის, უკეთესი განათლებით და სკოლებით თუ ბაღებით ჩვენი შვილებისთვის, უკეთესი ინფრასტრუქტურით სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ და გადავადგილდებით და ა.შ. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვანი პარამეტრია და მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის საქართველოში მაღალია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner