უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, სარაკეტო ტავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაშავდა.
"რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული X-101/X-505 რაკეტებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
"სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. [...] ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც", - დასძინა მან.