logo_geo
eng_logo
Sky News: უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა
- +

29 დეკემბერი. 2023. 21:26

 

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

 

 

როგორც ბრიტანული გამოცემა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, სარაკეტო ტავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაშავდა.

 

 

"რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული X-101/X-505 რაკეტებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

"სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. [...] ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner