აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, დამატებითი დახმარება გამოუყოს უკრაინას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
"თუ კონგრესი არ მიიღებს სასწრაფო ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად. კონგრესმა უნდა იმოქმედოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია.
"ეს არის შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შევაჩეროთ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.