უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 160 ადამიანი დაშავდა.
"რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული X-101/X-505 რაკეტებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
"სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. [...] ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც", - დასძინა მან.