ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ქართველებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
„შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანის სტატუსით ხვდება!
ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, - ნათქვამია პაველ ჰერჩინსკის მიმართვაში.