პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სხვადასხვა პარტიული სტრუქტურის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშსაც მოისმენენ.
„დავგეგმავთ მომავალი წლის საქმიანობას. ყრილობაზე ავირჩევთ დელეგატებს. მოგეხსენებათ, მომავალი წელი საარჩევნოა. პარტია იწყებს საარჩევნოდ მზადებას და შესაბამისად, საჭიროა, ამ ყველაფრის ორგანიზება და დაგეგმვა მოხდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.
დღეს „ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას გამართავს. ყრილობაზე განახლდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება, მანამდე განსაზღვრული 20 წევრის ნაცვლად, პოლიტიკურ საბჭოში 15 წევრი აირჩევა. ამასთან, ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განიხილავენ საერთო პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.