logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ცდილობენ, რომ ახლებური შეფუთვით, მაგრამ ისევ „ნაციონალები“ შეაჩეჩონ ქართველ ამომრჩეველს
- +

30 დეკემბერი. 2023. 11:44

 

 

რეალურად, ყოფილი „ნაციონალები“, რომლებმაც ხელოვნურად დაანგრიეს საკუთარი პარტია მხოლოდ იმიტომ, რომ განთავისუფლებულიყვნენ მძიმე წარსულისგან, პიარული თვალსაზრისით განთავისუფლებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ, ცდილობენ, რომ ახლებური შეფუთვით, მაგრამ ისევ „ნაციონალები“ შეაჩეჩონ ქართველ ამომრჩეველს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„გააცნობიერეს ეს პრობლემა, რომ მხარდაჭერა არ აქვთ ახლა დაიწყეს გადაჯგუფება, რომ შექმნან ბუტაფორიული შთაბეჭდილება იმის, რომ ალტერნატიული ცენტრი იქმნება, ან ალტერნატიული ძალა იქმნება ისეთი, რომელსაც შეუძლია რაღაც პოპულისტური განცხადებებით რაღაც მხარდაჭერას მოუყაროს თავი. რეალურად ამ მცდელობებს ვადევნებთ თვალს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

ოპოზიცია წინა საარჩევნოდ გადაჯგუფებას იწყებს. „ლელო“ კონსულტაციებს ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ნგრევა, „ქართული ოცნების წევრების განცხადებით, სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ხმები მესამე ძალაზე გადანაწილდეს, რაც ამავე ძალას ბარიერის გადალახვაში დაეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner