logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: მელიასა და ხაზარაძის გაერთიანების მომავალზე საუბარი რა საჭიროა. ისინი ისედაც ერთიანი არიან
- +

30 დეკემბერი. 2023. 11:47

 

 

მელიასა და ხაზარაძის გაერთიანების მომავალზე საუბარი რა საჭიროა. ისინი ისედაც ერთიანი არიან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის მიერ „მესამე ძალის“ შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

„დღევანდელი ვითარება ძალიან მძიმეა ოპოზიციისთვის. რაც შეეხება გაერთიანებებს, მელიასა და ხაზარაძის გაერთიანების მომავალზე საუბარი რა საჭიროა. ისინი ისედაც ერთიანი არიან. აქამდეც ერთიანი იყვნენ და ახლაც ერთიანები არიან. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ, გვარამიამ დააანონსა პარტიის შექმნა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან დაბალი რეიტინგი ამ ვითომ ახალმა ძალებმა როგორმე დააკომპენსირონ“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

ბარიერის გადასალახად ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გადაჯგუფებას ცდილობს. ოპოზიციურ ველზე „ლელო“ კონსულტაციებს ადასტურებს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ნგრევა სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ხმები მესამე ძალაზე გადანაწილდეს, რაც ამავე ძალას ბარიერის გადალახვაში დაეხმარება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა უშედეგო იქნება და მათ გამარჯვების შანსი ნული აქვთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner