logo_geo
eng_logo
იოსებ ბაღათურია ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებას - GFF Awards 2023-ს დაესწრო
- +

30 დეკემბერი. 2023. 12:48

 

 

28 დეკემბერს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - GFF Awards 2023. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ვეტერან სპორტსმენებსა და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

 

GFF Awards 2023-ზე გამოვლინდნენ საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში: 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია; 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ნათია დანელია; 2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე; 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა საზონოვი; 2023 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი; 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ნათია დანელია; 2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ნიკა ჯღარკავა. ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ 2023 წლის 17 წლამდე ასაკის საუკეთესო მოთამაშეებს - ვახო სარიას, ლუკა წულაიას, რეზი დანელიას და 19 წლამდე საუკეთესო მოთამაშებს - ლუკა შეროზიას, ლექსო ფეიქრიშვილს, ალექსანდრე ნარიმანიძეს. ამის გარდა, უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცა სპეციალური პრიზები.

 

დაჯილდოების ცერემონიას მუსიკალურად აფორმებდნენ დავით ალადაშვილი და ნატალია ქუთათელაძე.

 

ღონისძიებაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაეცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მადლობის სიგელი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner