საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 08:58 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთით ცხრა კილომეტრში, სოფელ საკირეში იყო.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერე 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.