logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან
- +

30 დეკემბერი. 2023. 14:27

 

 

ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან. ერთადერთი რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მაშინ მომიწია მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმეს სცენარებით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისათვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. დღეს საქართველო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner