logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ყველა გადაწყვეტილების უკან დგას „ქართული ოცნების“ მმართველი რგოლი, თითოეული წევრი, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა
- +

30 დეკემბერი. 2023. 15:33

 

 

თუ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიასა და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა?! თავად ამ ნაბიჯს სიცხადე შემოაქვს, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„ბიძინა ივანიშვილმა რაც საჭიროდ ჩათვალა, ის თქვა. მე მგონი აქ დეტალიზება არ არის საჭირო. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, არა, რა თქმა უნდა. რჩევა, კონსულტაცია, ასეთი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ არის არაფორმალური მმართველობა. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიასა და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა?! თავად ამ ნაბიჯს სიცხადე შემოაქვს, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მას მმართველობით პოლიტიკურ ფუნქციაში უნდოდა რომ შესულიყო, ის დაბრუნდა პოლიტიკაში და არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილების უკან დგას „ქართული ოცნების“ მმართველი რგოლი, თითოეული წევრი, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა. თითოეული გადაწყვეტილების და სიტყვის უკან ვდგავართ ჩვენ და ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა კონსულტაციები იყო ბიძინა ივანიშვილთან. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს სწორი. ამაში დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება იმით, რომ ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დავისახეთ. ყველაფერი ეს განხორციელდა ქართველ ხალხთან ერთად და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა გადაწყვეტილების, კომენტარის და სიტყვის უკან დგას „ქართული ოცნების“ გუნდი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner