logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი არა არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი
- +

30 დეკემბერი. 2023. 15:34

 

 

შალვა პაპუაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი წინასაარჩევნო „ქართული ოცნების“ გაძლიერებაა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტების ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქმე პირიქით არის

 

„ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ ერთი მხრის, ვხედავდით იყო მცდელობები, რომ იქნებ რამენაირად ბარიერი დაწეულიყო, იმისთვის რომ საერთოდ შანსი ჰქონოდათ პარლამენტში შესვლის. ამიტომ, შედეგებისთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი. პირიქით, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვინაიდან ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარცხის ზოლზე. არის რისკები, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს სხვა მეთოდების გამოყენებას ადგილი. აქედანვე ვხედავთ, რომ არის მომავალი არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ამ დროს, როდესაც არჩევნები უკვე ჩავლილი იქნება, ქართულმა საზოგადოებამ ისევე წარმატებითა და ოპტიმიზმით აღნიშნოს ახალი წელი, როგორც ამ ახალ წელს აღვნიშნავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner