„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური წლის დაგვირგვინებაა და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის და ვფიქრობ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვისაც. ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პოლიტიკაში გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„2024 წელი, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია განადგურებულია, თავის თავში შეიცავს ხიფათებსაც, ვინაიდან სუსტი და უუნარო ოპოზიცია როგორც წესი გადადის ისეთ ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ქვეყანას, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გუნდი და მთლიანად საზოგადოება შეიკრას ერთ გუნდად იმისთვის, რომ ყველა ის ხიფათები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ელის, ავიცილოთ და მომავალი წლის ბოლოს ყველამ ერთად აღვნიშნოთ საქართველოს გამარჯვება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.