logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „მესამე ძალის“ შექმნის შესახებ საუბარი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა
- +

30 დეკემბერი. 2023. 15:37

 

 

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ყოველდღიურად ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, არის მცდელობა თვალი აუხვიონ და მოაჩვენონ, თითქოს რაღაც სხვა პოლიტიკური ძალა არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ „მესამე ძალის“ შექმნის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

 

მისივე თქმით, „მესამე ძალის“ შექმნის შესახებ საუბარი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

 

„ყოველი ასეთი მცდელობა, წარმოეჩინათ, თითქოს იყო რაღაც სხვა ჯგუფები, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავდა, რომ ეს იყო ის „ნაციონალური მოძრაობა“. ამას ხან „ევროპულ საქართველოს“ არქმევდნენ, ხან „ლელოს“, ხან სხვას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის გამოწვევა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არის მხოლოდ ერთი ძალა თავისი ფინანსური, მედია რესურსებითა და რაც მთავარია, პოლიტიკით, რომელიც აქვს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველაფერი მის ორბიტის გარშემო ტრიალებს და მისი ქოლგის ქვეშაა. ამიტომ, მცდელობები იქნება, ვხედავთ, ასეთ მცდელობებს, ამაზე მეტი მხილება სიყალბის, როგორიც არის, რომ მამუკა ხაზარაძე საუბრობს, თითქოს, ნიკა მელიაა „მესამე ძალა“ - ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო; გიორგი ვაშაძეა, თითქოს, „არანაციონალური მოძრაობა“ და ვხედავთ, მის წიაღში დაბრუნდა. გადახედეთ, ყველა ამ პოლიტიკოსს. ისინი არიან და იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში. ეს არის ჩვენი ამოცანა, „ქართული ოცნების“, რომ ყოველდღიურად ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, არის მცდელობა თვალი აუხვიონ და მოაჩვენონ, თითქოს რაღაც სხვა ძალა არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner