logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი არჩილ თალაკვაძეზე: მართლა ძალიან უყვარსო ანასეული... მეიმედებაო - ზუსტად ასე მომწერა...
- +

12 სექტემბერი. 2016. 22:15



ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი არჩილ თალაკვაძის შესახებ წერს:



„ნიუსს გადავაწყდი - არჩილ თალაკვაძე ამბობდა: რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულიაო.

 

ჟურნალისტი, რის ჟურნალისტია, თუ ეჭვი არ შეიტანა იმაში, რაც საკუთარი თვალით არ უნახავს და საკუარი ყურით არ გაუგონია, მინიმუმ - სანდო  წყაროსგან მაინც. ჰოდა, ეს ჩემი ეჭვი, ჩემს ანასეულელ მეგობარს გავუზიარე - მართლა ძალიან უყვარსო ანასეული. იქ გაიზარდა, ქალაქში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად, ეგ და ათუკა, მაგისი ძმა ანასეულელებთან ამოდიოდნენო სათამაშოდ. გიჟდებოდნენ ანასეულზე ორივე - ძმები, დიდებიც ბევრჯერ მინახავს ჩვენთან. კარგი ბიჭია ძალიან, მართლა მეიმედებაო - ზუსტად ასე მომწერა.

 

ჰოდა, რა ვიცი, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გამიხარდა ალბათ, როცა მაჟორიტარობაზე გაქვს პრეტენზია, მინიმუმ ასე მაინც უნდა ეიმედებოდე შენს თანარაიონელს - ადამიანს, რომელიც საღად აზროვნებს და ზუსტად იცის, რასაც ამბობს. მოკლედ, წარმატებები ყველა ასეთ კანდიდატს."- წერს ლიპარტელიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner