“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად წოდებას, რაიმე ნიშანი, რაიმე თვისება სახეზე არ გვაქვს. ოლიგარქები სხვები არიან, რომლებიც მართავენ თქვენს ტელევიზიებს, მართავენ პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციის შიგნით, მაგრამ ისიც გაუცამტვერდათ”, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ ჟურნალისტს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
„ჩვენ გვაქვს ორი პარალელური ამბავი: ერთი, ვიღაც აფასებს ოლიგარქად და ეს არის აბსოლუტურად მცდარი, სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება. რეალობა არის ერთი, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად დისტანცირებული პოლიტიკიდან, მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდა. დღეს ის არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ის არის საპატიო თავმჯდომარე და ვერვინ შემეკამათება იმაში, რომ ის ამას იმსახურებს. ეს ადამიანი დიდი პლუსია, სიძლიერეა ჩვენი პარტიისთვის.
დანარჩენი, რაც კი შეიძლება ოლიგარქად წოდებას, რაიმე ნიშანი, რაიმე თვისება სჭირდებოდეს, ეს სახეზე არ გვაქვს. ოლიგარქები სხვები არიან რეალურად, რომლებიც მართავენ თქვენს ტელევიზიებს, რომლებიც მართავენ პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციის შიგნით, მაგრამ ისიც გაუცამტვერდათ, მაგრამ მაინც ეს არის სპეკულაციური, ხშირად დასპონსორებული შეფასება. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. რეალობა დღეს ნახეთ, რაც არის, მათ შორის ჩვენს ყრილობაზე“, - მიმართა ოპოზიციურ მედიას მდინარაძემ.