მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის რჩევების მიცემის არაფორმალურ მმართველობად შეფასება აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჟურნალისტებს ესაუბრა.
„რეალურად, ის რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მაგრამ როდესაც ადამიანი უშუალოდ არის ჩართული და ამას პერმანენტული ხასიათი აქვს და არა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანი აკეთებს ამას, ეს ჩართულობის აბსოლუტურად სხვა ხარისხია. ეს არის მთავარი განსხვავება“, - განაცხადა მდინარაძემ.