logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ დაკარგა თავისი დემოკრატიული ფუნქცია, რომ ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და გადაიქცა მხარედ, რომელიც დეზინფორმაციით, დაპირისპირებით და საზოგადოებრივ აზრზე ძალადობით ცდილობს მიზნების მიღწევას
- +

30 დეკემბერი. 2023. 16:18

 

 

მან [ბიძინა ივანიშვილმა] მკაფიოდ განმარტა, რაც იყო წამყვანი ამ გადაწყვეტილებაში. თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ დღეს ქვეყანაში ოპოზიცია სამწუხაროდ მოშლილია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ეს ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიციამ დაკარგა თავისი დემოკრატიული ფუნქცია, რომ ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და გადაიქცა მხარედ, რომელიც დეზინფორმაციით, დაპირისპირებით და საზოგადოებრივ აზრზე ძალადობით ცდილობს თავის მიზნებს მიაღწიოს. ის გადაიქცა ანტისახელმწიფოებრივ და ანტისაზოგადოებრივი პროცესის წამყვანად. ამაზე გაკეთდა დღეს ძირითადი აქცენტი, იმ ფონზე, როდესაც წინ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანები და ასევე რეგიონში არის მომატებული რისკები და გამოწვევები. ასევე მთავარი არგუმენტები, რაზეც ისაუბრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის საქართველოს სტრატეგიული ამოცანები - ევროინტეგრაცია პირველ რიგში, შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეს ამოცანები მიღწეული იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner