ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს თავის ქველმოქმედებებზე საუბარი, მე მაინც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი რომ აუცილებელი იყო ეთქვა ბიძინას ის რომ საკუთარი შემოსავლის 99%ს ხარჯავს ქვეყნისთვის... მიხარია რომ ითქვა...
P.S. ეჭვს თუ შეიტანს ვინმე ძალიან მარტივად შეუძლია იყიდოს კალკულატორი. თუმცა ყველა ქველმოქმედება არც კი გაჟღერებულა."
„ბიზნესი საქართველოში არ მაქვს. ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს მითქვამს რამდენჯერმე, მაგრამ ჟურნალისტები ყურადღებას არ აქცევენ არასოდეს. ჩემი ხარჯების 98-99 %, რასაც ვხარჯავ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, იქიდან მხოლოდ 1- 2 პროცენტი თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახსა და ჩემს საკუთარ მოხმარებაზე, დანარჩენი მიდის საერთო მოხმარებაში. სულ მცირე 90 პროცენტს ჩემი ქონების ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.