„ეს იყო და არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„თქვენ სად მოისმინეთ, რომ თქვა ბატონმა ივანიშვილმა, რაღაც სწორად ვერ გააკეთა? ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და გასაგებია, თქვენი ემოციური ფონი, მესმის, შემოვდივარ თქვენს მდგომარეობაში. ნუ ნერვიულობთ. ისედაც ყველაფერი ჩვენ ყველამ კარგად მოვისმინეთ, თუ რა განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინამ. მან თქვა, რომ ძალიან რთული დრო დგება. მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არა, არამედ მსოფლიოში. არსებობს სხვა რისკები, რისი გადაზღვევაც აუცილებელია. აქვე მინდა ვთქვა, ეს იყო და არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.