logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს!
- +

12 სექტემბერი. 2016. 22:26




ომარ ნიშნიანიძე ბიძინა ივანიშვილს მისი ქველმოქმედებების გამო მადლობას უხდის:



როცა ნაციონალური მოძრაობის ახლანდელი საქმიანობა საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვაზე, უფრო მეტიც - მის გამართლებაზე, დემაგოგიაზე, საბოტაჟზე და ხელისუფლების ანტიპიარზე არის მიმართული და ამ ყველაფრისათვის ის იყენებს მის ხელთ არსებულ საკმაოდ დიდ მედიარესურსს, არათუ საჭიროა პიარი ხელისუფლების მხრიდან, არამედ დანაშაულიც კი არის მასზე უარის თქმა, რადგან ამით ხელს ვუწყობთ დამნაშავე რეჟიმის მობრუნებას ხელისუფლებისადმი არაკეთილგანწყობილი ამომრჩევლების გაზრდის ხარჯზე, იმ ამომრჩევლების ხარჯზე, ვინც მხოლოდ მედიასაშუალებებით, სხვადასხვა თოქშოუებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს, იქ კი ამ პროცესების გაშუქება როგორც ხდება, ყველამ კარგად ვიცით. ამის შესახებ არაერთხელ საჯაროდ თუ პირად საუბრებში გამიკეთებია განცხადება და დღესაც იმავე აზრზე ვარ.

 

რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს და შეიტყოს ინფორმაცია იმ საშვილიშვილო პროექტის შესახებ, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი ქუთაისში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ფონდმაქართუმ" დაიწყო უპრეცედენტო პროექტის განხორციელება, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის სასიკეთოდ ქუთაისის და მთლიანად რეგიონის მომავალს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი ინფრასტრუქტურით მთლიანად ფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც დასრულების შემდეგ სახელმწიფოს გადაეცემა. მადლობა მას ამისათვის."- აღნიშნავს ნიშნიანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner