logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სია, საბოლოო სახით ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება
- +

30 დეკემბერი. 2023. 17:53

 

 

საარჩევნო სია, საბოლოო სახით ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„იანვრიდან დაიწყება უკვე წინასწარი სამზადისი არჩევნებისთვის. საარჩევნო ფაზაზე გადავალთ უკვე ივლისის თვიდან, თუმცა, იანვრიდან, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. სიის ფორმირებას რაც შეეხება, უფრო საბოლოო სახით ჩამოყალიბდება ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner