„ის გზავნილები, რომელიც ჟღერდებოდა ჩვენი გუნდის მხრიდან, გახდა საბოლოო ჯამში საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ იყო თუ არა მმართველი გუნდის გზავნილები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული.
„საბოლოო ჯამში, თითოეულმა ჩვენმა ნაბიჯმა - მათ შორის ჩვენმა განცხადებებმა, სიმართლის ლაპარაკმა ყველაფერთან დაკავშირებით, მოიტანა შედეგად კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ვერ მივიღებთ შარშან. ეს პროცესებიც გახსოვთ. მაგრამ ჩვენმა გზავნილებმა, ჩვენმა პოლიტიკამ შედეგად მოგვიტანა სწორედ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.