ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე. მისი თქმით, რა პროცესიც 2012 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, 2024 წლის არჩევნებზე ამას დააგვირგვინებს საქართველოს აგენტოკრატისგან გაწმენდის შედეგად.
"ახალი წელი, ახალი შემართებითა და დიდი გამარჯვებებით დაგვირგვინდება!
2024 წელს ყველა პოლიტიკანი, პარაზიტი და ექსტრემისტი უნდა გაიხვეტოს ქართული პოლიტიკიდან.
2012 წელს, როგორც დაიწყო ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საქართველოს გადარჩენა აგენტოკრატებისაგან და უცხო ქვეყნის ბენეფიციარებისაგან, ზუსტად ასე უნდა დასრულდეს პროცესი 2024 წელს.
გაისად იმაზე რთული არჩევნებია, ვიდრე ოდესმე.
ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით, ხოლო მეორე მხარეს - უცხო ქვეყნის გავლენის ბენეფიციარები, პარაზიტები და ექსტრემისტები.
ასე რომ, 2024 წელს არჩევანი გამარტივებულია - ან წინსვლა და მშვიდობიანი მომავლის პერპექტივა, ანდა აგენტოკრატია!
დამდეგს გილოცავთ ყველას, ვისაც გაუხარდა და ვინც მზად არის, ბოლომდე უერთგულოს 2012 წლის მონაპოვარს, ხოლო ვისაც გეწყინათ, გაემზადეთ სრული დემონტაჟისთვის!" - წერს ქადაგიძე.