„პარადოქსებში ვართ, საოცარ პარადოქსებში..."- ასე აფასებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს.
გამზარდიას გაოცებას სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ თსუ-ში გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა მიუღებელია, ილიაუნში კი ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავენ:
„გიორგი გაფრინდაშვილი მიუღებელია თსუ-ში, თუმცა ზურა ჭიაბერაშვილი მისაღებია ილიაუნიში.
პარადოქსებში ვართ, საოცარ პარადოქსებში."- წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.