logo_geo
eng_logo
გორის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს
- +

30 დეკემბერი. 2023. 20:22

"გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს," - შესაბამისი ინფორმაცია მერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

"პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება", - აღნიშნულია მერიის Facebook-გვერდზე.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. 

 

 

ყოველწლიურად, საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო, საქართველოში ათობით ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ამასთან, პიროტექნიკა ზიანს აყენებს ცხოველებს, ფრინველებსა და ბუნებას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner