logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილს მოუყოლია შინაურულად, რომ ცოლ-შვილს ვემშვიდობებოდი ხოლმე, როდესაც სახლიდან გამოვდიოდიო
- +

30 დეკემბერი. 2023. 21:27

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში შანტაჟით ცდილობდნენ და ამისთვის შვეიცარიის ერთ-ერთი ცნობილი ბანკიც კი გამოიყენეს, რომელმაც ივანიშვილს პირადი ანგარიშები გაუყინა.

 

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გლობალურმა ომის პარტიამ ვერ გაითვალისწინა, რომ ივანიშვილს ძალიან უყვარს სამშობლო და ის ამ შანტაჟზე არ წამოეგებოდა და ქვეყანას ომში არ ჩააბამდა.

 

 

„დასანქცირებაზე რომ საუბრობდა დღეს [ბიძინა ივანიშვილი] ეს ხომ ჰაერიდან მოტანილი ამბავი არ არის. დე ფაქტოდ დასანქცირებულია ეს ადამიანი [რუსეთ-უკრაინის] ომის დაწყებიდან ძალიან მოკლე პერიოდში დაასანქცირეს ყოველგვარი აგუმენტების გარეშე. გაუჩერეს თავისი პირადი თანხები და აქ ათას და ორიათასზე კი არ არის საუბარი, მილიარდებზეა საუბარი. ადგნენ და უბრალოდ გაუჩერეს. გლობალური ომის პარტია დავარქვით, მაგრამ რაც გინდათ ის უწოდეთ, არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბანკი იმგვარად მოაქციოს, რომ ერთი ადამიანის დე ფაქტო დასანქცირებისათვის და მისი შანტაჟის მცდელობისათვის პრაქტიკულად გააკოტროს. ეს ხომ ფაქტია. იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილზე შანტაჟი განხორციელებულიყო, რომელმაც არ გაჭრა. ამ კაცის ბუნება და ხასიათი ვიღაცებმა ვერ გაითვალისწინეს. ადამიანმა თავისი თავი გაწირა, სიცოცხლე გაწირა და ალბათ მაქვს ამის გამხელის უფლება. მოუყოლია, როდესაც აქტიურად იყო პოლიტიკაში, შინაურულად, რომ ცოლ-შვილს ვემშვიდობებოდი ხოლმე, როდესაც სახლიდან გამოვდიოდიო. 2012 წლამდე, გახსოვთ ეს პერიოდი. დღეს ახლა ფულის რა რაოდენობა უნდა ყოფილიყო რომ დაეშანტაჟებინათ, ვერ მიხვდნენ და ყოველ შემთხვევაში სცადეს. ეგონათ, რადგან ორ მილიარდზე იყო საუბარი, ამით მიაღწევდნენ რაიმე შედეგს და დააბრუნებდნენ [პოლიტიკაში] იმ მიზნით, რა მიზანიც მაშინ ჰქონდათ - ამ ქვეყნის ომში ჩართვა. შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ამ კაცის ხასიათი სხვაა და სხვანაირად უყვარს სამშობლო. დღეს აბსოლუტურად სხვა მიზნით დაბრუნდა ის პოლიტიკაში და გააჟღერა კიდეც რისთვის - რისკების დასაზღვევად და გარე ფაქტორებზე სამუშაოდ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner