logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილისგან რჩევა პოლიტიკურ საკითხებზე, რომელსაც გუნდის ორი-სამი ლიდერი იღებდა მისგან, მართლა ფასდაუდებელი იყო ჩვენთვის. ამან საშუალება მოგვცა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში სწორად გაგვევლო
- +

30 დეკემბერი. 2023. 21:59

"რჩევას ვაძლევდი და კონსულტაციებში ვიყავი ჩართული ორ-სამ ლიდერთანო და აღიარა არაფორმალური მმართველობაო. რაღაც კავშირი ხომ უნდა იყოს ლოგიკური?! თუმცა ის რჩევა, რაც შეეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს, მართლა ფასდაუდებელი იყო ჩვენთვის. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში სწორად გაგვევლო," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

„დღევანდელი გადაწყვეტილებით ბოლო მოეღება სპეკულაციას არაფორმალური მმართველობის შესახებ. დღესაც დამისვეს ეს შეკითხვა. ძალიან უნდათ იმ ნარატივის გატარება, რომ თითქოს აღიარა ბიძინა ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა. ტერმინების განმარტების პრობლემა თუ გვაქვს, წაკითხულის გააზრებაზე რომ ცუდი ნიშანი დაგვიწერეს და იმაზე ღლიცინი ატეხეს „ფეისბუქზე“, მართლა წაკითხულის გააზრების პრობლემა თუ აქვს ამ ხალხს, თქვან. რჩევას ვაძლევდი და კონსულტაციებში ვიყავი ჩართული ორ-სამ ლიდერთანო და აღიარა არაფორმალური მმართველობაო. რაღაც კავშირი ხომ უნდა იყოს ლოგიკური?! შეიძლება ბევრი არაბუნებრივი ნიჭი ჰქონდეს [ივანიშვილს], მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება, რომ ორ-სამ ადამიანთან კომუნიკაციით მართო ყველაფერი, ჩახვიდე მენეჯმენტის რაიონულ რგოლამდეც კი. ხომ შეუძლებელია ეს. თუმცა ის რჩევა, რაც შეეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს, მართლა ფასდაუდებელი იყო ჩვენთვის. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში სწორად გაგვევლო. რომ ვიძახდით, „ბეწვის ხიდზე“ გავდივართ, დანის პირზე და ათასგვარი ტერმინი იყო, განსაკუთრებით ჭკვიანური გადაწყვეტილებები სჭირდებოდა ამას და აქ ბუნებრივია, რჩევას გუნდი იღებდა იმ ორი-სამი გუნდის ლიდერი მისგან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner