რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად, 14 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ BBC რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 2 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 15 არასრულწლოვანი.
თავდასხმა რუსეთის ქალაქებზე უკრაინამ დრონებით განახორციელა. მათ შორის, დაიბომბა ბელგოროდი და ბრიანსკი.